Facebook-ის სტატუსი ცხოვრების სტატუსია

ადამიანის შემადგენლობა განიხილება როგორც ფიზიკური სხეული, რომელსაც საერთო ბუნება აქვს, სამყაროში ადამიანი ფლობს უფლისაგან მინიჭებულ სიცოცხლეს, რომელიც გრძნობისა და ცნობიერების მატარებელია, კაცობრიობა პროგრესულად ვითარდება, ადამიანის დამოკიდებულება ამქვეყნიური ამაოების მიმართ შესაძლოა გავიგოთ მისი Facebook-ზე დაწერილი  სტატუსების საშუალებით, რადგან იქ ვაწყდებით ინტელექტუალური აზროვნების სიცხადეს, რომლის საშუალებითაც შეიძლება გაიგო ადამიანის პიროვნულობა, ჩაწვდე მის აზრებს, შეიხედო მის „მე“-ში, გაიგო მისი ემოცია, მისი დამოკიდებულებები, მისი აზროვნება, მისი გემოვნება. ადამიანებოს ცხოვრების გააზრებას მისი ცხოვრების სტატუსი ავლენს, რაც გვანახებს კონკრეტული პიროვნების რეალობის აღქმას. მოკლედ Facebook საშუალებას გაძლევს გაიგო ყველაფერი ის რაც გაინტერესებს და ისიც რაც არ გაინტერესებს. Facebook-ს ყავს 350 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი, აქედან 35 მილიონზე მეტი ადამიანი ცდილობს ყოველდღიურად განაახლოს სტატუსი. ზოგი ადამიანი მეტისმეტად გვანებივრებს სტატუსებით, ეს იმ ადამიანთა კატეგორიაა რომლებსაც უნდათ ყურადღების მიქცევა და რომელთა ინტერესის საგანიც სხვა ადამიანებზე ფსიქიკური აქტივობის მოხდენაა, ჩვენ გვიჩნდება კითხვები რაა? რატომ? რისთვის? ვისთვის? როგორ? გვიჩნდება კითხვები და ვცდილობთ ამა თუ იმ სტატუს ახსნა მოვუძებნოთ, ხშირად სტატუსის მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ზემოთხსენებული  შეკითხვების დასმას აუცილებლად მოითხოვს…
გლობალური Facebook status-მანიამ ყველა შეგვიპყრო,  ეხლა მოდაშია სტატუსი, მოდას ყველა მივყვებით, ფეხს „ტემპში“ვუწყობთ ერთმანეთს….

დიდიხანია, რაც სოციალური ქსელი „ფეისბუქი” პოპულარობით პრესას და ტელევიზიას აღარ ჩამორჩება. პირიქით, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მივიწყებული „ვარსკვლავების“ ერთი სკანდალური განცხადება და „პოპულარობაც მკვდრეთით აღსდგება“ ან სულაც ახალი „ვარსკვლავი“ დაიბადება, რომელზეც ყველა ვილაპარაკებთ, ასევე ხშირია სტატუსად გამოტანილი პოლიტიკური სკანდალური განცხადებები. მარტო საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, უამრავი სკანდალი სწორედ სოციალური ქსელის სტატუსის წყალობით მოხდა, სტატუსი საზოგადოების განუყრელ თანამგზავრად იქცა….

ფსიქოლოგებმა შემოიღეს ტერმინი FAD (Facebook-ზე დამოკიდებულება), როგორც ნარკომანიის ახალი სახეობა!

სად მიდიხართ? ჯერ არ დამისრულებია, სალაპარაკო კიდევ ბევრი მაქვს… 

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s